რამდენიმე წუთის წინ, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, ე.წ. ჭადრების ბაღში.
თვითხმილველების თქმით, ერთმანეთს მოზარდები დაუპირისპირდნენ.
ყველაფერი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
დაჭრილია 17 წლის მოზარდი, რომელიც, როგორც გვითხრეს, ქალაქ რუსთავიდან ოზურგეთში დასასვენებლად იყო ჩამოსული.
დაჭრილი ამ წუთებში საოპერაციოში შეყავთ.
ოზურგეთის “მედალფას” კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, მოზარდს გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს მიყენებული:
_ ამ წუთებში შეჰყავთ საოპერაციოში. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მდინარაძემ.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.