უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ის გუშინვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ვიდეო კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიციელი იურისტ დავით ნიორაძეს, თუმცა არქივში ინახება ის კადრებიც საიდანაც ირკვევა, რომ ნიორაძის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას.
თავად ნიორაძეს, რომელსაც დაკავების დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და ნეკნები ჩაუმტვრიეს – დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.