სისხლიანი დაპირისპირება სამტრედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული პირი დაესხა თავს და ცეცხლი გაუხსნა.
მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოახერხა და ტაბელური იარაღით თავდამსხმელი დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი დაკავებულია. ოჯახის თქმით, დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მათ წარსულში ნაცნობობა აკავშირებდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილი ყოფილი პოლიციელია.