საგამოცდო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სტუდენტებს მოუწოდებს, რომ შენობაში შეუშვან.
თუმცა, სტუდენტების თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად აპირებენ საგამოცდო პროცესის შეფერხებას.
_ სისხლის სამართალში გადახვედით?! _ ჰკითხა დაცვის უფროსმა სტუდენტებს.
შეგახსენებთ, რომ „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა დაიკავა, სადაც ახლა საგამოცდო ცენტრია.
ისინი საგამოცდო პერიოდს შემდეგი მოთხოვნებით აჩერებენ:
- გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები;
- აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის;
- გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე;
- განათლების დაფინანსებისგაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის.