“სისტემა უნდა შეიცვალოს”, _ ასეთია მომღერალი ნანი ბრეგვაძის პოზიცია, რომელსაც პოლიტიკური განცხადებები არ სჩვევია, თუმცა დუმილი “ფორმულასთან” დაარღვია.
“ჩემი პატარა და არაპროფესიონალის თვალით, თუ ეს სიტემა დარჩა, რა მნიშვნელობაა აქვს ვინ მოდის. სისტემა უნდა შეიცვალოს.
იმდენი პრობლემაა ჩემს ქვეყანაში დღევანდელ დღეს, რომელი უნდა ვთქვა, არც ვიცი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მიუღებელი, ყველაზე ამაღელვებელი და სადარდებელია ის, რომ გაუფასურდა ყველაფერი.
ყველაფერი მიეწყო ისე, რომ ხალხმა აღარც იცის, რა გააკეთოს, რითი გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილი ადამიანების აზრიც აღარ არსებობს.” _ ამბობს მომღერალი.