ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსანთა საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
“ვაჟა სირაძე , საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, დასანქცირებული თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისგან (და ეს სანქციები სამუდამოა) გადაისროლეს რეგიონის გუბერნატორად.
ანუ, გააფუჭეს და მოისროლეს.
დააქვეითეს ბესელია, აჭარის მთავარი პოლიციელი.
სუს-ის უფროსი საერთოდ ღია ცის ქვეშ დატოვეს.
სისტემამ დაიწყო იმ ხალხის გაწირვა, რომლებიც გამოიყენა და სამუდამოდ გააშავა.
ვინც მანდ დარჩით, რას გეუბნებათ ეს ფაქტები?
შემთხვევით საკუთარი თავის გადარჩენის დრო ხომ არ მოვიდა?!” _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.