დაკავებულია 19 წლის პირი, ვინც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრს აუპატიურებდა – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2007 წელს დაბადებულ ს.ჟ.-ს ასევე ედავებიან ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, არაადამიანური მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს, ასევე, ძალადობდა სექსუალურად. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.































































