ჭკვიანი ძაღლი, მილი საზოგადოებას თავისი უნარებით აოცებს. იგი ქუჩაში დაყრილ ნაგავს იღებს და ნაგვის ურნაში ათავსებს.
ხუთი წლის ძაღლი სახელად მილი, ინგლისის ქალაქ ჰიარფორდს თავის 80 წლის პატრონთან, ალფი კიტსტონთან ერთად ასუფთავებს.
კიტსტონმა ძაღლს მხოლოდ ქუჩაში დაყრილ ნივთებზე უნდა მიუთითოს და უთხრას, რომ ურნაში მოათავსოს, რის შემდეგაც მილი თავის დავალებას ასრულებს.
მილიმ ეს ბრძანება ესპანეთში თავის პატრონებთან – კიტსტონთან და მის ცოლ ჯუდიტთან ერთად ცხოვრების დროს ისწავლა. ახლა კი უკვე 18 თვეა რაც ინგლისში დაბრუნების შემდეგ იგი თავის ნიჭს ქალაქ ჰიარფორდის დასასუფთავებლად იყენებს.
მილი 8 თვის იყო როდესაც ესპანეთში კიტსონებმა თავშესაფრიდან აიყვანეს. ახალი ოჯახის შეძენის შემდეგ მალევე, მილის პატრონმა მალაგასის პარკში ჯარისკაცი თავის ძაღლთან ერთად ნახა, რომელიც იმავე ბრძანებას ასრულებდა. ამის შემდეგ გაუჩნდა მას სურვილი მილისთვისაც იგივე ესწავლებინა.
თავდაპირველად პატრონმა ესპანეთში, თავის ეზოში, ნაგვის ურნის ზომის ყუთი დადგა და თანდათან ძაღლს ნივთების მასში მოთავსება ასწავლა. საბედნიეროდ, ჰიარფორდში დამონტაჟებული ურნებიც მილისთვის ნორმალური ზომის აღმოჩნდა, ამიტომ მას ბრიტანეთში გადასვლის შემდეგაც მიეცა შანსი თავისი ნიჭი წარმოეჩინა.
ავტორი