ცოტა ხნის წინ საზარელი ამბავი მოედო ჩოხატაურს _ მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა12 წლის მოზარდმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
“ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს, სკოლას, კლასელებს და მთელ გურიას ამ უდიდეს ტკივილს. სიტყვები არ არსებობს სანუგეშოდ”;
“ყველას ვუსამᲫიმრებ, ოჯახს, კუთხეს, სკოლას, კლასის ამხანაგებს და Ჩვენ სოფელს, ყველა რომ ასეთ დიდ ტკივილს განვიცდით. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”; “საოცარი ბავშვი, ნათელი მის სულს. გამძლეობა მის ოჯახს“, _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელებში.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით და ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას.
ინფორმაცია გადავამოწმეთ სოფლის მცხოვრებთან, რომელმაც დაადასტურა ფაქტი, რომ ბავშვი დედამ გარდაცვლილი იპოვა.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, სკოლას, მთელ ჩოხატაურს.