რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე იმ მოქალაქეთა ჯგუფს დაუპირისპირდა, რომელთაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები უჭირავთ, რადგან მათი თქმით აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არ არის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, აქცია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები 7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 133 ადამიანი.
ავტორი