დაპირისპირება თბილისში, ჭიაურელის ქუჩაზე- მომხდარის ამსახველ კადრებს “მთავარს” თვითმხილველი უგზავნის.
როგორც მოქალაქე ჰყვება, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ლექსუსის მარკის ავტომობილი მეორე მანქანას განზრახ შეეჯახა – უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


































































