გურიაში, თითქმის, ორკვირიანმა წვიმამ, სიცივემ და ქარიშხალმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ხემცენარეებს, ხეხილოვანებს, თხილის თუ ციტრუსოვანთა პლანტაციებს, ისე სხვადასხვა, უკვე ვეგეტაციის პერიოდში მყოფ ბოსტნეულს. (ნიორი, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ფხალეული…)
_ მცენარე ჩვეულებრივ ქარშიც ზიანდება. ქარიშხლის დროს კი ერთნაირად ზიანდება სუსტიც და ძლიერიც. ახლა, ამ ეტაპზე, ძალიან დასტრესილია ყველა ხეხილოვანი თუ ბოსტნეული. თუმცა, ყველაზე ძალიან სასწრაფოდ მისახედია ვენახი. უდიდესი დარტყმა მიიღო ვაზმა (ზოგადად მცენარემ). მაშინ, როცა დათბა და ის ზამთრის პერიოდიდან გამოვიდა, უცებ, კვლავ ზამთრის სიცივე შემოეფეთა. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევწამლოთ. რამდენიმე დღე კარგ ამინდს პროგნოზირებენ და პირველ რიგში მივეშველოთ ვაზს. შევწამლოთ დაუყოვნებლივ, _ გვეუბნება სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, აკაკი ღლონტი.
ვრცლად ამ თემზე, მალე „გურია ნიუსში“ შემოგთავაზებთ.
ავტორი