„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დღეს, დილით, ოზურგეთის ბაზრის მიმდებარედ, გურიის ქუჩაზე მდებარე მაღაზია დაიკეტა. როგორც გვითხრეს, აქ მუშაობს ცოლ-ქარი, რომელთაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, ამიტომ დაკეტეს მაღაზია.
_ძალიან კარგია, რომ დაკეტეს და წავიდნენ. სხვებსაც გაუფრთხილდნენ და თავსაც. აქ დახმარებისთვის არავინ გამოუძახებიათ. ცოტა კი შეგვეშინდა. უსაფრთხოების რეგულაციებს კი იცავდნენ, ჩვენც ასევე მუდამ პირბადით ვართ დ ვცდილობთ, დავიცვათ დისტანცია, _ გვითხრეს ახლო-მახლო მომუშავეებმა.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ეპიდომიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, მაი ქუტიძეს:
_ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. არავის მოუმართავს. რაკი შინ წავიდნენ, დრწმუნებული ვარ, მიმართავენ უბნის ექიმს. თუ არ მიუმართავთ უნდ მიმართონ. დარჩებიან სამდღიანი მეთვალყუეობის ქვეშ. თუ კვლავ გაგრძელდება ტემპერატურის აწევა, ამის შემდეგ უნდა მიმართონ 112-ს, _ გვითხრა მაია ქუტიძემ.