ხობში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გამთენიისას “არქიმედეს” კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” დაუდასტურეს კლინიკაში.
“სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა” – “განუცხადეს “გურია ნიუსს” კლინიკაში.
გარდაცვლილი ბავშვი, სამი წლისაა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა.
სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.































































