ძილის ფაქტორის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობაზე უდავოდ დიდია. ყოველ უძილო ღამეს შეუძლია მეორე დღე გაგვირთულოს. გარდა უძილობისა, ღამით ძილის გაწყვეტაც კი ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
ზუსტად ამას ადასტურებს ბოლო კვლევა. ძილის რეჟიმის დარღვევა და ძილის ნაკლებობა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების განმსაზღვრელი ფაქტორია, ნათქვამია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში. კვლევა Digital Medicine-ში გამოქვეყნდა.
სულ ჩატარდა 12 000 კვლევა, რომლიდანაც თითოეული ფოკუსირებული იყო ადამიანზე და სწავლობდა ძილის მახასიათებლებს, როგორიცაა ნიკაპისა და ფეხების მოძრაობა, სუნთქვა და გულისცემა.
მკვლევრებმა შექმნეს სისტემა, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებას ადამიანის “ძილის ასაკის” პროგნოზირებისთვის. მიზანი იყო შეექმნათ სისტემა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ადამიანის ძილის ასაკი და ზუსტად გამოავლინოს ძილის რეჟიმი, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული სიკვდილიანობასთან.
ძილის ასაკის მნიშვნელობამდე უნდა გავიგოთ რა არის თავად ძილის ასაკი. ძილის ასაკი ნიშნავს პროგნოზირებად ასაკს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან მისი ძილის ხარისხის მიხედვით.
მეტი ინფორმაციისთვის, ძილის დროს არა მხოლოდ ჩვენი ტვინი ისვენებს და გადის ავტომატურ პროცესებს, არამედ იცვლება ჩვენი გულისცემა და სუნთქვაც. ამ პარამეტრების ცვლილებები შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის პრობლემის ადრეული ნიშნები. ისინი როგორც გაფრთხილება ისე უნდა მივიღოთ, აღნიშნულია კვლევაში.
გარდა ამისა, არსებობს მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ძილის ასაკის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, დღის განმავლობაში მზის საჭირო შუქის მიღება, რეგულარულად ვარჯიში, მაგრამ არა ძილის წინ. ასევე ალკოჰოლისა და კოფეინის არ მიღება ძილის წინ, და ღამის მძიმე კვებაზე უარის თქმა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.




































































