ინდონეზიაში სკოლა ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
როგორც BBC იუწყება, ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე ხუთი მოსწავლე დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს, 2 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კატასტროფების შემცირების სააგენტომ (BNBP) განაცხადა, რომ თერმული დრონების გამოყენებით მაშველებმა ნანგრევებში სიცოცხლის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
შენობა ჩამონგრევის დროს მშენებლობის პროცესში იყო და კიდევ ორი სართული ემატებოდა. BNBP-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ შენობის არასტაბილური საძირკველი ნიშნავდა, რომ მას ამ წონის ატანა არ შეეძლო.
































































