ეს ფოტო თბილისში, ავლაბარში, დმანისის 4 ნომერთან არის გადაღებული.
„გურია ნიუსი“ სადემონტაჟო სამუშაოების შესახებ, რომელიც ავლაბარში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინაც წერდა.
კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება.
როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, დმანისის 4 ნომერში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებზე რეაგირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ რომელიმე მაცხოვრებელი მიმართავს.
მანამდე კი, ვიდრე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვინმე მიმართავს, როგორც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სამშენებლო მასალების ნარჩენები სახლში გასათბობად მიაქვს.
„ვიცი, რომ სიცოცხლისთვის სახიფათოა აქ გავლა, მაგრამ მიჭირს და რა ვქნა“, _ ამბობს ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოზეა გამოსახული.