გუშინ, სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის, დათუნა კრავეიშვილის მასწავლებელი ლიკა ჩხაიძე სოციალურ ქსელში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება.
“კიდევ ერთი დათუნა!
კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი!
ამჯერად სანზონელი , სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!
ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს…
დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ!
გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო?
შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ!
ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ!
მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ!
გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ.
სად ხართ, მამებო?
ძვირფასო დედებო!
მასწავლებლებო!
მოძღვრებო!
ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო!
გაწყდა ახალგაზრდობა!
უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა…
დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს…
ამას გათენება აღარ ჰქვია…
ასე არ გათენდება…”, _ წერს ლიკა ჩხაიძე.