BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ბახმუტში, აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე, „უფრო და უფრო რთულდება“.
რუსული ძალები ექვს თვეზე მეტია ცდილობენ ქალაქის აღებას.
„მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ბოლო დროს რუსული ძალების მცდელობები ინდუსტრიული ქალაქის აღების მიზნით გაძლიერდა და მისმა ჯარებმა მიაღწიეს ადგილს.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტთა ლიდერმა, დენის პუშლინმა თქვა, რომ „ქალაქისკენ მიმავალი პრაქტიკულად ყველა გზა“ იყო რუსული ცეცხლის კონტროლის ქვეშ“.
ვითარებაზე საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ „მადლიერი იყო თითოეული ადამიანის, ვინც გმირულად იჭერს“ ტერიტორიას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, რათა “ქვეყნის მთელი ტერიტორია” დაცული იყოს “რუსული ტერორისგან”.