“სიტუაცია დამძიმდა… მიშას აქვს სისხლის დაავადება” _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
“სიტუაცია დამძიმდა… მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა… ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა… მიშას აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს… უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა”, _ ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.