ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა უფრო შემცირდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც ასევე უნდა შეამციროს ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ექიმებთან ერთად, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.
პრემიერის თქმით, საქართველო ზაფხული დროინდელ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.