შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე”, პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით “Happy Birthday”.
კონცერტზე არა ერთ სიურპრიზს ქონდა ადგილი _ მომღერლებმა ნინო ქათამაძეს დაბადების დღე მიულოცეს და სიმღერა მიუძღვნეს, რის შემდეგ სცენაზე გრანდიოზული წითელი ტორტი შემოიტანეს.
კონცერტზე კიდევ ერთი სიურპრიზის მოწმენი გავხდით, რომლის ადრესატი ნინო ქათამაძე არ ყოფილა _ მომღერალმა საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა წყვილი, რის შემდეგ მამაკაცმა გოგონას ხელი სთხოვა.