ერთხელ ჰაიდნი ლონდონში ორკესტრს დირიჟორობდა. მან იცოდა, რომ ბევრი ინგლისელი კონცერტზე დადიოდა არა მუსიკის მოსასმენად. არამედ იმიტომ, რომ ეს ტრადიცია იყო და არ უნდოდათ მისი დარღვევა. ლონდონის საკონცერტო დარბაზების ზოგიერთ მუდმივ დამსწრეთ ხშირად ჩაეძინებოდათ ხოლმე კონცერტის დროს თავიანთ სავარძლებში.
ჰაიდნი დარწმუნდა, რომ არც მისი კონცერტები იყო გამონაკლისი. ამ ამბავმა მეტად განარისხა კომპოზიტორი. განაწყენებულმა გადაწყვიტა, შური ეძია გულგრილ მსმენელებზე.
შურისძიება გონებამახვილური იყო. სპეციალურად ლონდონელებისათვის ჰაიდნმა დაწერა ახალი სიმფონია. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც მაყურებელთა ნაწილს რული მოერეოდა, ისმოდა ქუხილის მსგავსი დარტყმა დიდი დოლისა და ასე ყოველთვის, როგორც კი დარბაზში კვლავ ძილის განწყობილება იქმნებოდა, გაისმოდა დოლის ხმა.ცცცცცცცცცცცცცცცცცხ