გველის კბენა – ცუდის ნიშანია, მტერი ადვილად მოგერევათ.
გვამი მკვდრის საფლავიდან აღდგენილი ნახო – სიხარულის ნიშანია.
დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ.
ბეჭედი – სიხარულის და მალე ქორწინების ნიშანია.
ბუხარი – სიმდიდრისა და წარმატების.
ბროწეული – სიხარული და ბედნიერება.
ბაყაყის ნახვა – ნიშანია ერთგული ამხანაგისა.
არწივი – უცხო ამბის ნიშანია.
აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია.
ბალი – ძალიან კარგია და კეთილი
აუზში ბანაობა – ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია.
არაყის სმა – სირცხვილისა და სიმწრის ნიშანია.
ატმის ჭამა – ავადმყოფობას მოასწავებს.
ყვავილი ნახო – სიხარულია.
ცოლი შეირთო – ძალიან ცუდი და დარდის შემატებაა.
ყიდვა რაიმე ნივთისა – კარგი და კეთილია.
ღვინის სმა – კარგია, ღონე შეგემატოს.
ღამით სიარული – კარგია და სიხარულის ნიშანია.
ოქროს სამკაული ან რაიმე ოქროსი – ყოველივე კეთილია.
პურის ჭამა ან გამოცხობა – ორივე ცუდია.
სიზმარში სიზმარს ამბობდე – კარგია და სასიხარულო.
საზამთროს ყიდვა ან ჭამა – მწუხარებას მოასწავებს.
ტკბილი რამე ჭამო ან დალიო – ცუდია და მწუხარების ნიშანია.
კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართოს.
კოცნა ვინმესი – კარგია და დოვლათი შეიმატო.
მგელი ნახო – ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს.
ამხანაგის ნახვა – ახალი საქმისა და ახალი ამბის ნიშანია.
ალერსი – საკეთილოა და კარგია, გულის ნდობა აგისრულდება
ამაღლებულ ადგილზე სიარული – ამხანაგებში ამაღლებას ნიშნავს.