სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებმაც დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს, ხოლო გუშინ ერთ-ერთმა მაღაროელმა, მირზა ლოლაძემ პირი ამოიკერა.
“პროტესტის ამგვარი უკიდურესი ფორმების გამოყენება კიდევ ერთი დასტურია, რომ უკიდურესი უსამართლობის და ჩაგვრასთან წინააღმდეგობის სხვა გზას მშრომელები ვეღარ ხედავენ და იძულებულები არიან, თვითდაზიანების უმძიმეს აქტს მიმართონ”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.