https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

SJC: ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა აქტივისტის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად

11:27; 7.08.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის, მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯი მიზნად არა ნინო დათაშვილის ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, არამედ მისი საზოგადოებრივი საქმიანობის დისკრედიტირებას და აქტივის წინააღმდეგ სოციალური სტიგმის შექმნას.

” 2 აგვისტოს, ორგანიზაციამ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც ნინო დათაშვილს იცავს, გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურის მიერ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, პროკურატურის შეუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი გახდა, რომელშიც ხერხემლის მძიმე დაზიანების თანმხლებ დაავადებად ფსიქო-ემოციური ლაბილობაა მითითებული. ნინო დათაშვილის უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ მისთვის შერაცხადობის საკითხის შეფასება ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე მოითხოვა და ეს მიდგომა აჩენს აქტივისტის დისკრედიტაციისა და საბოლოოდ, მისი უფლებრივი მდგომარეობის გაურესების რისკებს. სასამართლომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლებაც კი არ მისცა და ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობის თაობაზე ინფორმაცია დაცვის მხარისთვის მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი.

  • ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას არ ეფუძნება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარება ორ საფუძველზე დაყრდნობით ხდება:1. თუ წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის ან სასჯელის მოხდის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ საეჭვოა პირის შერაცხადობა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ან აღნიშნულის შემდგომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის განვითარება უკარგავს მას უნარს, ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას; 2. პროცესში მონაწილე მხარე, მაგალითად, გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად.

ნინო დათაშვილის შემთხვევაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო 2019 წლის სამედიცინო ჩანაწერებს დაეყრდნო, რომელიც დაცვის მხარემ პროკურატურას თავად წარუდგინა და გაუცვალა პირველი წარდგენის სხდომაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის დაზიანების მძიმე დიაგნოზი – მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი. სამედიცინო ცნობაში, დიაგნოზის თანხმლებ სიმპტომად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა. პროკურატურა სწორედ აღნიშნულ ძველ და არასაკმარის სამედიცინო არგუმენტზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ნინო დათაშვილს შეიძლება გააჩნდეს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, რაც მისი შერაცხაობის საკითხის განხილვას აყენებს დღის წესრიგში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ანალიზი აჩვენებს, რომ ფსიქო-ემოციური ლაბილობა წარმოადგენს არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს, არამედ, როგორც ძლიერი და ქრონიკული ფიზიკური ტკივილის თანმხლებ სიმპტომს. თუმცა სასამართლომ ისე, რომ არც კი შეაფასა ის საკითხი, თუ რამდენად არსებობს აღნიშნული სიმპტომები დიაგნოზის დასმიდან 6 წლის შემდეგ და არც კი გამოითხოვა ამბულატორიული მკურნალობის ისტორია პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელიც მას დაანახებდა თუ რამდენად ჰქონდა ნინო დათაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაციის შესაძლებლობა და რამდენად იძლეოდა მისი ამჟამინდელი სამედიცინო ისტორია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებას, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნით მგავსი გადაწყვეტილებისთვის ითხოვს, რომ საქმეზე უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის. აშკარაა, მხოლოდ ფსიქო-ემოციური ლაბილობის შესახებ ჩანაწერზე დაყრდნობით ექსპერტიზის ჩატარების დასაბუთებულობა ნინო დათაშვილის საქმეზე არ იკვეთება.

  • სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების დასაბუთებულობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება განმარტავს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის სახეებს. კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ამბულატორიული, სტაციონარული, დაუსწრებელი და სიკვდილისშემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის სახეები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სტაციონარული ექსპერტიზა ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის არაუმეტეს 20 დღის ვადით მოთავსებას, რომელიც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კიდევ 10 დღით შეიძლება გაგრძელდეს.

მინისტრის ბრძანება არ მიუთითებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პირის მიმართ მხოლოდ სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულებაზე. პირიქით, ამ უკანასკნელს საკმაოდ ვიწრო საფუძვლები აქვს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180(1)-ე მუხლით, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას.

ვინაიდან სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად საჯარო უსაფრთხოების ინტერესებია მითითებული, უცნობია, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა გამოწვევა იდგა ნინო დათაშვილის შემთხვევაში, რის გამოც მის ღირსებასა და უფლებებში ამ ინტენსივობით ჩარევა გამართლდებოდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებელ წინაპირობებზე, არ მიუთითებს არც საქართველოს პროკურატურა. უწყებას აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად ის მოჰყავს, რომ შესაძლოა, ამბულატორიული ექსპერტიზის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი ვერ გაეცეს, რაც გააჭიანურებს გამოძიებას და წინააღმდეგობაში მოდის სწრაფ მართლმსაჯულებასთან.

აღნიშნული დასაბუთება ვერ გამოდგება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევის დასასაბუთებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროკურატურისთვის აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ პირველი წარდგენის სხდომაზე იყო და მან ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მხოლოდ 2 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს.

პროკურატურის ეს სრულიად შაბლონური დასაბუთება, ყველანაირი მტკიცებულებისა და დამატებითი დასაბუთების გარეშე, სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვაში ბრალდებულის მონაწილეობა სასამართლოს მხრიდან ასევე არ იქნა სათანადოდ უზრუნველყოფილი. როგორც ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს, მას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სათანადოდ არ განუმარტეს, თუ რა პროცესი იმართებოდა სასამართლოში; კერძოდ, მისთვის არ უთქვამთ, რომ განიხილებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი, ამასთან, სასამართლომ ადვოკატებს პროცესის დანიშვნის თაობაზე 1.5 საათით ადრე შეატყობინა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გონივრული დრო იმისთვის, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეათანხმოს პოზიცია და განუმარტოს პროცესის შინაარსი.

მაღალი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, მოგვიანებით, მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ ნინო დათაშვილის მიმართ, მისი ნების წინააღმდეგ ექსპერტიზა ვერ ჩატარდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, საჭიროების შემთხვევაში, აქტივისტის მიმართ არანებაყოფლობითი ღონისძიებების გამოყენების ნებართვა გასცა. კერძოდ, სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა პირებმა საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს შეიძლება გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომები, თუმცა, აღნიშნულმა ღონისძიებებმა არ უნდა გამოიწვიოს ადამიანის წამება, მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111(7)-ე მუხლის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. შესაბამისად, მსჯელობა იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს აქტივისტის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების რისკები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის რისკები

მნიშვნელოვანია საზოგადოებას კარგად ესმოდეს ექსპერტიზის შემდგომი პროცედურებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო, მხარის შუამდგომლობით, წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ დროს, მოსამართლე მსჯელობს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხზე. “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” კანონის 221-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, პირის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ორი საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს: 1. ფსიქიკური აშლილობის გამო, პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა სტაციონარში მოთავსების გარეშე შეუძლებელია; 2. ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის ზიანის მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. ანუ იძულებითი მკურნალობის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, ხოლო მას შემდგომ გახდა შეურაცხი.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დასაბუთების მაღალი სტანდარტის გამოყენებას გულისხმობს, შესაძლებელია, რომ სასამართლომ, რომელიც ჩვენს რეალობაში არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის და ობიექტურობის სათანადო სტანდარტებს, გადაწყვეტილება რელევანტური დასაბუთების გარეშეც, შაბლონურად და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ მიიღოს.

მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას, რომელიც, თავის მხრივ, 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლებელია, რომ კანონისმიერი კრიტერიუმების არარსებობის შემდეგ, ფსიქიატრიული მკურნალობა დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ადამიანი განთავსდება შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში”, რომელიც ხონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უფლებების უხეშად დარღვევის მომეტებულ რისკებს.

დაწესებულებაში შექმნილი ინსტიტუციური გარემო უარყოფს ადამიანის აგენტობასა და მის უფლებებს და მთლიანად ფარმაკოლოგიურ მკურნალობას უქვემდებარებს მას. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესებულია, ფსიქიატრიული დახმარება ძირითადად ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება, ხოლო ფსიქო-სოციალური ინტერვენციები ძალიან მწირია. ახალმიღებული პაციენტების დიდი ნაწილი მედიკამენტებს ინექციით იმგვარი დოზებით იღებს, მათ რაც სერიოზულ სედაციას (პაციენტის ცნობიერების დათრგუნვას) იწვევს.

გარდა ამისა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთან დაკავშირებით არსებობს რისკები, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის გასვლის შემდგომაც კი ადამიანი არანებაყოფლობით მკურნალობას დაექვდებარება. არანებაყოფლობითი მკურნალობა იძულებითი მკურნალობის მსგავს საფუძვლებს იცნობს, ესენია შემთხვევა, როცა 1. ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა სტაციონარში მოთავსების გარეშე შეუძლებელია; 2. დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ან შესაძლებელია, პაციენტმა საკუთარი მოქმედებით მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვამდე, თუმცა, არაუგვიანეს 6 თვისა.

ამასთანარსებული კანონმდებლობის მიხედვით, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიას უფლებამოსილება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით მიმართოს სასამართლოს პირის მიმართ არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩნდება რისკები, რომ ადამიანი, კანონის ფორმალურად დაცვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განუსაზღვრელი დროით დარჩეს, რამაც მისი სრული პათოლოგიზება და დაზიანება გამოიწვიოს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, სხვა სფეროებთან შედარებით, უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების მიმართ ძალზე მოწყვლადია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სფეროს სათანადო დარეგულირება და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვა, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ რეალობაში კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს.

  • საერთაშორისო სტანდარტები

გარდა იმისა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ტერმინოლოგია მოძველებული და სტიგმის შემცველია, მისი პრაქტიკაში გამოყენება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც უთითებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ნებისმიერი ინტერვენცია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული უნდა იყოს, რაც, მათ შორის, ადამიანის არჩევანის პატივისცემასა და ნებისმიერი ფორმით იძულების აკრძალვას ეყრდნობა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ადამიანს აქვს უფლება, ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს მის მიმართ ამა თუ იმ სამედიცინო ინტერვენციაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად არსებობს პირის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის საჭიროება, ღონისძიებები უნდა იყოს არა იძულებითი ხასიათის, არამედ დიალოგსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ხოლო მაშინ, როდესაც ექსპერტიზა არა საჭიროების, არამედ აქტივისტების დასჯის მიზნით ხორციელდება, იძულებითმა ღონისძიებებმა, შესაძლებელია, არასათანადო მოპყრობის სიმძიმესაც კი მიაღწიოს.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში იმგვარი იძულებითი ღონისძიებების გამოყენებაზეც საუბრობს, რომელიც პირის ინსტიტუციონალიზაციით სრულდება. ეს უკანასკნელი ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ადამიანის საზოგადოებისაგან იზოლაციას, მისი უფლებებისა და აგენტობის უარყოფას იწვევს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოყენებული არანებაყოფლობითი ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა, ადამიანის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ნინო დათაშვილის საქმეში უკიდურესად შეშფოთებას იწვევს ადამიანის თანხმობის უფლების უგულებელყოფა, რაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების ბირთვს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის პროცესში არ არის გათვალისწინებული დათაშვილის ნება, და პირიქით, არსებობს საფრთხე, რომ იგი შეიძლება იძულებით სტაციონარიზაციას დაექვემდებაროს, საქმე ეხება არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ მორალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ძალადობას. თანხმობა სამედიცინო პროცესზე არის არა ტექნიკური ფორმალობა, არამედ ადამიანის აგენტობის და ავტონომიის გამოხატულება. ფსიქიატრიული ჩარევა ნების საწინააღმდეგოდ ევროპული ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის გადაწყვეტილება ატარებს მკვეთრად გამოხატულ გენდერულ ასპექტსაც. ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოთხოვნა ეფუძნება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩანაწერში მითითებულ “ფსიქო-ემოციურ ლაბილობას”, რაც, ქალების მიმართ სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მიდგომის კონტექსტში, ქმნის საფუძველს ქალის პათოლოგიზაციისთვის. გენდერულად სენსიტიური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულია თავი შეიკავოს იმგვარი ჩარევისგან, რომელიც ქალის გენდერულ იდენტობასა და როლს იყენებს მისსავე საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც აღნიშნული ჩარევა მიმართულია საჯარო ცხოვრებაში ჩართული ქალის, ამ შემთხვევაში, აქტივისტისა და პედაგოგის დისკრედიტაციისკენ.

  • ფსიქიატრიული ექსპერტიზა, როგორც პოლიტიკური ბერკეტი

ნინო დათაშვილის მიმართ სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის გადაწყვეტილება, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ფსიქიატრიის ინსტრუმენტალიზაციას იმგვარად, რომ ის პოლიტიკურად არასასურველი პირების დისკრედიტაციის, მათზე კონტროლისა და სოციალური გაჩუმების ინსტრუმენტად იქცეს. ეს ბიოპოლიტიკური ძალაუფლების პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა ადამიანის სხეულსა და ცნობიერებაში ფსიქიატრიის საშუალებით მართლდება. ეს არის ავტორიტარული მმართველობის ხელწერა, რომელშიც სახელმწიფო პოლიტიკური ჩაგვრის რეპერტუარს აძლიერებს არა მხოლოდ რეპრესიებით, არამედ სამედიცინო დისკურსისა და წინააღმდეგობის აქტების მედიკალიზების მეშვეობითაც.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ასოციაციები და სპეციალისტები, რომელთაც დაგმეს ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება და მოუწოდეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, აღკვეთოს ეს მცდელობა. პროფესიული თემი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ფსიქიატრია პოლიტიკური მიზნით არის გამოყენებული და ეს “პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდია ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში”. ისინი ნაზი შამანაურის შემთხვევას იხსენებენ და ახლანდელ გადაწყვეტილებას საბჭოთა მიდგომას ადარებენ, როცა იძულებითი “მკურნალობით” დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაციას ცდილობდნენ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემა აგრძელებს, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ საქმეებში გამოყენებას. მათ შორისაა აღნიშნული საქმის განმხილველი მოსამართლე, ფიქრია სიქტურაშვილი. იგი მოსამართლედ მიმდინარე წლის 18 ივლისს არის დანიშნული და, შესაბამისად, ნინო დათაშვილის საქმე მისთვის ერთ-ერთი პირველია. აღსანიშნავია, რომ მას სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მხოლოდ 2005-2006 წლებში, უბნის ინსპექტორად მუშაობისას აქვს მიღებული. უნდა ითქვას, რომ ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილება მოითხოვა, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, მაშინ, როდესაც მის მიერ განსახილველ საქმეში მოწმეები და დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები არიან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი მიმდინარე წლის 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 3532-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება. მიუხედავად იმისა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რაც მათ შორის მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს. როგორც მისი ინტერესების დამცველები აღნიშნავენ, მანდატურების მხრიდან ნინო დათაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მათ უკვე ოთხჯერ მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. თავის დროზე პრობლემური იყო ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხზე მსჯელობის პროცესიც. სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე და ნაკლებადშემზღუდველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის რომ ნინო დათაშვილი პედაგოგია, ყავს აბიტურიენტი შვილი, და რომ მას დაკავებამდე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შესაბამისად მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებას შეიძლება გაერთულებინა მისი მდგომარეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ,

საქართველოს პროკურატურას:

  • უარი თქვას თავის შუამდგომლობაზე ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს:

  • დააკმაყოფილოს ნინო დათაშვილის წარმომადგენლების საჩივარი და არ დაუშვას მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ნინო დათაშვილი
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025

ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავეს

საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო