სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ჟურნალისტ საბა სორდიას დაკავებას.
“ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ მათი დაკავება პოლიციის ხელში ადამიანების დაშინებისა და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა – ჩვენი შეფასებით, რადგან საბა სორდია პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და სამართალდამცავებს მისცა როგორც მისი იდენტიფიცირების, ისე ჩანთის დათვალიერების საშუალება, მისი დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო.
ჩვენ ვაგრძელებთ საბა სორდიას ინტერესების დაცვას და მისი საქმის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.