ოზურგეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ამ დროისთვის სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 3304 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3192 ადამიანი, გარდაცვლილია 30. აქტიურია ინფიცირების 82 შემთხვევა.