სტარტი აიღო იმერეთის 2021 წლის ღია ჩემპიონატმა, სადაც საფეხბურთო კლუბი ჩოხატაურის „ბახმარო“ ორი ასაკობრივი გუნდით არის წარომდგენილი.
U17-ის (2004 წ.დ. რამაზ შენგელიას სახელობის თასი) ასაკობრივმა გუნდმა ორივე საშინაო მატჩი მოიგო და ცხრილის სათავეში მოექცა. პირველი მატჩი, ზესტაფონის „მარგვეთთან“ 2:1 დასრულდა. გოლები თორნიკე ჯიბუტმა (პენალი) და ბექა ბოლქვაძემ გაიტანეს, ხოლო შემდეგი მატჩი, გუშინ, კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა, სადაც „ბახმარომ“ ხობის „კოლხეთი“ დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. მატჩში გოლით თავი გამოიჩინეს: საბა დონდოლაძემ, ლუკა წიქარიძემ და ბექა ბოლქვაძემ.
შემდეგ მატჩი 19 მაისს არის ჩანიშნული, ამხბოლაურში, ადგილობრივი „რაჭა“ გვიმასპინძლებს. საშინაო მატჩი კი 8 ივნისს ბაღდათის „საირმასთან“ გაიმართება.
რაც შეეხება 2007 წლამდე დაბადებულებს, (U-14, 2007 წ.დ. როინ კვასხვაძის სახელობის თასი), „ბ“ ჯგუფის პირველ ტურში, ჭიათურაში განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ, 10 მაისს, საშინაო მატჩში ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვება შეძლეს, თავი ავთო ჯინჭარაძემ გამოიჩინა. მესამე ტურის მატჩი, უფროსი გუნდის მსგავსად, რაჭაში გაიმართება 14 მაისს. საშინაო თამაში კი 23 მაისს ქუთაისის „მართვესთან“.