ამ წუთებში ხმაურია “ქართული ოცნების” დახურულ სხდომაზე ოზურგეთში.
შეხვედრაზე, სადაც კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე “ოცნების” გურიის აქტივს ხვდებიან, “ოცნების” წევრებმა ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს სოსო ერქომაიშვილს თვითმმართველობის არჩევნების დროს, “ოცნების” წინააღმდეგ მუშაობაში დასდეს ბრალი.
სხდომიდან გამოსული ხმების მიხედვით, ერქომაიშვილს “ოცნების” წევრებმა საჯაროდ უთხრეს, რომ ის შარაშენიძეს უჭერდა მხარს და ბეგლარ სიორიძის წინააღმდეგ მუშაობდა.
მათივე თქმით, ამის ამსახველი მტკიცებულებებიც არსებობს, რომლებსაც დღესვე გადასცემენ კალაძეს და კობახიძეს.
ჩვენ ამ თემაზე კითხვები დავუსვით სოსო ერქომაიშვილს, თუმცა, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.