სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკლესიის წინამძღოლს გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორც BBC იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა უზენაესი სულიერი ლიდერი – კათოლიკოსი გარეგინ II – უქორწინებლობის აღთქმის დარღვევასა და შვილის ყოლაში დაადანაშაულა. ფაშინიანს არანაირი მტკიცებულება ჯერ არ წარმოუდგენია, მაგრამ მათი გამოქვეყნებით დაიმუქრა.
BBC-მ კომენტარისთვის ეკლესიას მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
სომხეთის პრემიერი ფაშინიანი ასევე დაესხა თავს სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებს, მათ შორის ერთ-ერთ მთავარეპისკოპოსს ბიძის ცოლთან რომანში ადანაშაულებს.
ინფორმაციისთვის, სომხეთის მთავრობის ურთიერთობა ეკლესიასთან გაუარესდა 2020 წელს, ომში მეზობელ აზერბაიჯანთან დამარცხების შემდეგ, როდესაც გარეგინ II შეუერთდა სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის მოწოდებებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ.
სომხეთის ეკლესიამ ისარგებლა იმით, რომ გახდა განსხვავებული აზრის ცენტრი. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის პირადი მეტოქეობის გამო, ის იზიდავს ხელისუფლებით უკმაყოფილოებს.
სომხეთში პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა მთავრობის მიერ ეკლესიის ლიდერზე მოულოდნელი თავდასხმის რეალური მიზეზი იყოს.