თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაღუპული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ წევრთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სარალიძის თქმით, ხვალ ქუთაისში სხდომის დაწყების დროს ჩავა.
„ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა არ მეხმაურება და მემალება. ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ხვალ, ჩავალ ქუთაისში სხდომის დაწყების დროს და ვეცდები პარლამენტში მოვხვდე. დიდი სურვილი მაქვს პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებზე პასუხებს“, _ ამბობს სარალიძე.