პირველ ადგილს იკავებენ ადამიანის ხელები, რომელთა ზედაპირზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად საშიში პათოგენები. კერძოდ, ადამიანის ხელებზე აღმოჩენილია ნაწლავური და ტუბერკულოზის ჩხირი. ექიმების მტკიცებით, ადამიანის ხელებთან კონტაქტი განსაკუთრებით საშიშია იმ ვითარებაში, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია. ბევრი ვერ ამჩნევს, რომ მთელი დღის განმავლობაში ხელებით სახეს არაერთხელ ეხება – ამ შემთხვევაში ბაქტერიები ადვილად შეაღწევენ პირსა და ნესტოებში და ლორწოვან გარსში დამკვიდრდებიან.
მეორე ადგილი დაიკავა სმარტფონებმა, რომელთა ზედაპირებიც სავსეა პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმებით. სმარტფონების მფლობელებს ხშირად თავიანთი გაჯეტები პირდაპირ პირთან მიაქვთ! მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები შეიცავს მილიარდობით ბაქტერიას, თუმცა ეს შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ამიტომ, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა საფრთხეს უქმნიან ისინი
სხვადასხვა ბაქტერიული ფლორის მიერ კოლონიზაციის ხარისხის მიხედვით მესამე ადგილი სუპერმარკეტებში არსებულმა კალათების სახელურებმა დაიკავა. არსებობს მტკიცებულება, რომ ნაწლავური ჩხირი გვხვდება ამ სახელურებიდან ყოველ მესამეზე.































































