„რეალ მადრიდი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მოსკოვის ცსკა-სთან 3:0 დამარცხდა.
როგორც „რეალ მადრიდის“ მწვრთნელი სანტიაგო სოლარი აცხადებს, შედეგით უკმაყოფილოა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანის გამო საკუთარ თავზე იღებს.
„პირველი ნახევარი საათი ვდომინირებდით და რამდენიმე საგოლე შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არ ვიყავით გადამწყვეტები არც ჩვენს და არც მათ ნახევარზე, რისთვისაც ფეხბურთში იხდი. არ მომეწონა ის, რასაც მეორე ტაიმში ვუყურე. ვწუხვარ, რადგან დარწმუნებულები ვიყავით გავიმარჯვებდით.
ზოგჯერ ახალგაზრდები უნდა ვათამაშოთ და ისინიც, ვინც დაშავებულები ბრუნდებიან. სხვა შედეგს ვიმედოვნებდით და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას ახალგაზრდა ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანის გამო, მაგრამ ეს დაგვეხმარა სხვა ფეხბურთელების დასვენებაში. ახლა ყურადღება გადაგვაქვს მომდევნო თამაშზე“,_განაცხადა სოლარიმ.