“ჩვენი მამუჩა!..დიდსულოვანი, მეოცნებე ჩვენი მაიკო… ცხელი გული-იდუმალ ღირსებათა საუნჯე!.. სხვა სიმაღლეთა მკვიდრი- შატილს შეწირული უმანკო სული…”_ სოციალურ ქსელში ამ ემოციური პოსტით გამოეხმაურა გუშინ შატილში მომხდარ ტრაგედიას სამტრედიელი პედაგოგი, მაია ლორია.
ცნობისთვის, მაია მამუჩაშვილი მაია ლორიას თანაკურსელია, რომელიც გუშინ თავის გოგონასთან ერთად დაიღუპა.
ტრაგედიას სულ 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.