გურიაში ისეთი ოქტომბერია, შემოდგომას რომ მზის გულიდან მთლიანად გამოქვს, თუ რამ ოქროს საბადოა შიგნით…
ნადის დღეებია ყველა ოჯახში. ყველა ეზო-კარს დილიდან ციური მანანა ეტრფის, შემდეგ კი ხვავის და ბარაქის მადლი მოსავს, თუკი ვინმე დაუზარელად გაისარჯა.
პედაგოგთა ნადი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში რომ „საამო არის საცქერლად“, ვინ არ დაგვეთანხმება?
„ვერავინ გადამათქმევინებს – სკოლა ერთი დიდი ოჯახია… ა, დასტური ,,მასპინძელ-მასწავლებელი ხათუნა ქურასპედიანი! ნადში ჰყავს კოლეგები, ასკანის საჯარო სკოლის მასწავლებლები! ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს… კი, გამითბეთ გული…“ _წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის რესურცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი.
ჩვენი მკითხველებიც თბებიან უთუოდ, როცა პედაგოგთ შრომას სამეურნეო საქმეშიც ხედავენ!
ავტორი