ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ,- ინფორმაციას TV პირველი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.
როგორც “ტვ პირველს” ანონიმური წყარო უყვება, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ. TV პირველი წერს, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.































































