განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ ფორმატზე გადავა. დგებუაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესი ამ სკოლებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
“იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავიცილოთ რისკები თავიდან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები არის განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე”, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დგებუაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესი ამ სკოლებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დისტანციურ რეჟიმზე არჩევნებამდე სამი დღის განმავლობაში გადავიდოდნენ.