საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები.
ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი;
ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი;
გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი;
დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;
ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი;
ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“;
ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.