ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის დარაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმააციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დარაჯი დღეს დილით, სკოლაში, საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.