ტრაგედია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – სოფელ საჩინოში, ნაგურუს უბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი სკოლის დირექტორია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის წინ მანქანას აბრუნებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. სამწუხაროდ, ქალი ადგილზე დაიღუპა.