საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილიამ” შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანა.
აღნიშნული პერფომანსით მოძრაობამ 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი დაგმო.
მდუმარე აქციის გამართვას მოძრაობა ამ საღამოსაც გეგმავს.
აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ 19:00 საათზე დაიწყება.