ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრუწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს. შემთხვევა რუსთავში, ძველ რუსთავში მოხდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.
სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს, ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.
წყარო: ინფორუსთავი