სკოლის მოსწავლე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვანი გოგო მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში, აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.


































































