სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ახალციხეში, N5 საჯარო სკოლასთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
“ფეხი ჰქონდა ნატკენი. გონზე იყო, სასწრაფომ წაიყვანა. ამბობენ მანქანას გადაურბინაო. როგორც გავიგე მეხუთე კლასელია”, – გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. რედაქცია არასრულწლოვანის მდგომაროების შესახებ პასუხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელოდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე