ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო სურების სკოლის სახურავი დააზიანა, ასევე ზემო სურების ბაღს ხე დაეცა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვწერდით, ხეებია წაქცეული რამდენიმე სოფელში, გორაბერეჟოულის ტყეპარჯში და დაბის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე ორი ნაძვია წაქცეული.
ამ ეტაპზე ელექროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.