რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს. კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს.
მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები აქციაზე უკრაინის ეროვნული სიმბოლოებით მივიდნენ, ისინი იკრიბებიან ქალაქის მთავარ მოედანზე და სკანდირებენ “სლავუტიჩი უკრაინაა”, “დიდება უკრაინას”.
“ბოლო ინფორმაციით, ქალაქის მერი იური ფომიჩევი დამპყრობლებმა გაიტაცეს. საკრებულო მუშაობას მთელი ძალით აგრძელებს”, _ განაცხადა პავლიუკმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის ხმა, როგორ ისვრიან ოკუპანტები ჰაერში.