გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში ინფიცირების 2492 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2289 ადამიანი, გარდაცვლილია 23.