სლოვაკეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, განიხილება უკრაინისთვის სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა POLITICO-სთან ისაუბრა.
ჰეგერის თქმით, უკრაინის მხრიდან, მისმა მთავრობამ მიიღო MiG-29-ებისა და Zuzana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების მიღების თხოვნა.
2024 წელს სლოვაკეთი აშშ-სგან ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიღებას ელოდება.
”ეს არის აღჭურვილობა, რომლის დასრულება მაინც გვინდა, რადგან ველოდებით F-16-ებს”, – თქვა მან, მხედველობაში მიიღო აშშ-ს წარმოების თვითმფრინავებზე, რომელთა მიღებაც სლოვაკეთმა 2024 წელს იგეგმება.
ცნობისთვის, წინა კვირაში სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც გადასცა.
ავტორი