სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო reuters იტყობინება, სლოვაკეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებები მიიღო.
ის ვერტმფრენით გადაიყვანეს ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გადაუდებელი მკურნალობისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, თვითმხილველებმა რამდენიმე გასროლა გაიგეს.
თვითმხილველების თქმითვე, პოლიციამ თავდამსხმელი მამაკაცი დააკავა.
ეჭვმიტანილის ვინაობასა და თავდასხმის მოტივზე არაფერია ცნობილი.